ამინდის პროგნოზი

2019.04.15 11:47:14
ამინდის პროგნოზი

საქართველოს ტერიტორიაზე მომდევნო დღეების განმავლობაში, გრილი და უმეტესად ნალექიანი ამინდებია მოსალოდნელი.

 

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 15 აპრილს აღმოსავლეთ საქართველოში +23 გრადუსი და ხანმოკლე წვიმა ელჭექითაა ნავარაუდევი, 16 აპრილს ხანმოკლე წვიმა და +19 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი, 17 აპრილს +11 გრადუსი ხანმოკლე წვიმა იქნება, 18 აპრილს +9 გრადუსსა და ხანმოკლე წვიმას პროგნოზირებენ.

 

დასავლეთ საქართველოში დღეს უმეტესად უნალექო ამინდი და +23 გრადუსია მოსალოდნელი, 16 აპრილს წვიმას და +15 გრადუსს პროგნოზირებენ, 17 აპრილს ასევე წვიმა და +11 გრადუსი იქნება, ხოლო 18 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდი და +14 გრადუსია მოსალოდნელი.

 

15 აპრილს დედაქალაქ თბილისში +13 გრადუსი სითბო და ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი, 16 აპრილს ხანმოკლე წვიმაა ნავარაუდევი, ჰაერი +21 გრადუსამდე გათბება, 17-18 აპრილს ხანმოკლე წვიმა და +16 გრადუსია ნავარაუდევი.