"ანბანი, როგორც ისტორია"- Google-მა ქართულ ანბანს სტატია მიუძღვნა

2019.04.14 15:26:31
"ანბანი, როგორც ისტორია"- Google-მა ქართულ ანბანს სტატია მიუძღვნა

Google-მა ქართულ ანბანს სპეციალური სტატია მიუძღვნა, სათაურით - "ანბანი, როგორც ისტორია".

 

"მშვენიერი ისტორია ქართულია ანბანის სამი ცოცხალი კულტურის შესახებ. მრავალსაუკუნოვანი ქართული დამწერლობა და ქართული წერისა და ბეჭდვის განვითარების ეპოქების მნიშვნელოვანი თავისებურებანი" - ასე იწყება სტატია ქართული ანბანის შესახებ.

 

 

სტატიაში მიმოხილულია ასომთავრული, ნუსხური და მხედრული დამწერლობა. აქვე წერია, რომ დამწერლობის ტრანსფორმაციის მიზანი დამწერლობის სისტემის გამარტივება იყო. "ქართული მართლმადიდებელი ეკლესია ნუსხურს დღემდე იყენებს ლიტურგიულ საქმიანობაში,"- წერია სტატიაში.