დღეს შშმ პირთა საერთაშორისო დღე აღინიშნება

2018.12.03 11:15:32
დღეს შშმ პირთა საერთაშორისო დღე აღინიშნება

3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით თბილისის იუსტიციის სახლში ღონისძიება გაიმართება.

 

„წლევანდელი საერთაშორისი დღის სლოგანია „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა გაძლიერება, საყოველთაობისა და თანასწორობის დაცვა“, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ყველა ადამიანის საჭიროებებზე მორგებული, თანასწორი და მდგრადი განვითარების მნიშვნელობას, რომელიც მდგრადი განვითარების 2030 დღის წესრიგითაა გათვალისწინებული“, - ნათქვამია საქართველოში გაეროს საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

იუსტიციის სახლს დღეს გაეროს ხელმძღვანელი საქართველოში ლუიზა ვინტონი, შვედეთის ელჩი საქართველოსა და სომხეთში ულრიკ თიდესტრომი, შვედეთის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი მოლი ლინი და საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ეწვევიან.

 

სტუმრები გაეროსა და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით მიმდინარე იმ ინიციატივებს გაეცნობიან, რომელთა მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საჭიროებებისთვის იუსტიციის სახლის ფიზიკური სივრცისა და სერვისების სრული ადაპტირება.

 

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღე 1992 წლიდან ყოველწლიურად 3 დეკემბერს აღინიშნება.