ორსულობის დროს მოწევა ბავშვებში სიელმის განვითარების რისკს ზრდის

2018.11.09 14:28:26
ორსულობის დროს მოწევა ბავშვებში სიელმის განვითარების რისკს ზრდის

მწეველ ორსულებზე მასშტაბურმა დაკვირვებამ აჩვენა, რომ მავნე ჩვევა ბავშვებში სიელმის განვითარების რისკს დაახლოებით 1,5-ჯერ ზრდის. ექიმების დასკვნის შესახებ Acta Ophthalmologica წერს. 

 

„ორსულობისას მოწევა დღეს ჯანდაცვის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა, განსაკუთრებით კი განვითარებად ქვეყნებში. მოწევა განსაკუთრებულ გავლენას ახდენს ბავშვების თვალებზე", - აცხადებს ჩინეთის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მეცნიერი ცზიუსან ლიუ.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, ორსულობისას მოწევის გამო ჯანრთელობის პრობლემა ექმნება როგორც დედას, ასევე ნაყოფს.