რჩევები, როგორ მოვიგოთ დედამთილის გული

2018.10.12 14:15:12
რჩევები, როგორ მოვიგოთ დედამთილის გული

როგორ უნდა მოიგოთ დედამთილის გული? – 7 მეთოდი

 

ვიყოთ გულახდილები - ზოგჯერ დედამთილთან ურთიერთობა საკმაოდ რთულია. არ აქვს მნიშვნელობა თქვენს დედამთილს დიდი ხანია იცნობთ და ხანგრძლივი ურთიერთობა გაკავშირებთ, თუ ახალბედა ხართ, შეიძლება გაუგებრობებმა იჩინოს თავი.

 

შესაძლოა თქვენი დედამთილი არაჩვეულებრივი ადამიანია, გარშემო ყველას უყვარს, თუმცა მიუხედავად ამისა, მასთან ურთიერთობას ვერ ალაგებთ. მყარი და ჯანსაღი სასიყვარულო კავშირისთვის აუცილებელია ქმრის ნათესავებთან და მათ შორის განსაკუთრებით მის დედასთან კარგი ურთიერთობა გქონდეთ.

 

ფსიქოლოგების განმარტებით, ოჯახების დიდი ნაწილი სწორედ რძალ-დედამთილის უთანხმოების გამო ინგრევა. შესაძლოა, ოჯახი შეინარჩუნოთ, მაგრამ აუცილებლად დაძაბული ურთიერთობა გექნებათ მეუღლესთანაც.

 

ფსიქოლოგები ამბობენ, რომ დედამთილის გულის მოგება არც ისე რთულია. მთავარია მოინდომოთ, თუმცა დიდი ძალისხმევა არ დაგჭირდებათ. ისინი დედამთილის გულის მოგების 7 მთავარ მეთოდს გვიზიარებენ.

 

1. ჰკითხეთ მას რჩევა - მაგალითად, სახლის საქმეების შესახებ, ბავშვების აღზრდის შესახებ. მოისმინეთ მისი აზრი. როცა დაინახავს, რომ თქვენთვის მისი შეხედულებები მნიშვნელოვანია, რომ დახმარების სათხოვნელად სწორედ მას მიმართავთ, ძალიან ნასიამოვნები დარჩება და თქვენი ურთიერთობა უფრო კომფორტული გახდება.

 

2. ჩართეთ ის სხვადასხვა აქტივობებში - შესაძლოა, არ ჰქონდეს დრო, რომ თქვენს წვეულებებს დაესწროს, ან სადმე წამოვიდეს თქვენთან ერთად, მაგრამ ძალიან გაუხარდება, თუ დაპატიჟებთ. ამით აჩვენებთ, რომ გახსოვთ ის და არ გავიწყდებათ. შეგიძლიათ ბავშვები ერთად გაასეირნოთ, ან ბავშვის საფეხბურთო მატჩს ერთად დაესწროთ. უამრავი რამის გაკეთება შეგიძლიათ ერთობლივად.

 

3. მასთან ერთად გარკვეული დროის გატარება აქციეთ რუტინად - მაგალითად, ესტურმეთ ყოველ შაბათ-კვირას, ან თქვენთან დაპატიჟეთ. თუ თქვენგან ძალიან შორს ცხოვრობს წელიწადში რამდენჯერმე მაინც ესტუმრეთ. ფსიქოლოგები ამბობენ, რომ რუტინად ქცეული ოჯახური შეხვედრები საოცრად დადებით გავლენას ახდენს ურთიერთობებზე.

 

4. კარგი იქნება, თუ გამოყოფთ დროს, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ თქვენს დედამთილთან ერთად გაატარებთ - დაპატიჟეთ ყავაზე, ან ლანჩზე. ამ დროს შესაძლებლობა მოგეცემათ მშვიდად ისაუბროთ, უკეთ გაიცნოთ ერთმანეთი და შესაბამისად, უკეთ შეძლოთ ერთმანეთისთვის გაგება.

 

5. დაძაბული სიტუაციების დროს მაქსიმალურად ეცადეთ, რომ სიმშვიდე შეინარჩუნოთ - ეცადეთ ისეთი არაფერი თქვათ, რასაც ვეღარასდროს გამოასწორებთ. სჯობს, რთული პერიოდის დროს ცოტა ხნით გაერიდოთ დედამთილს. მარტომ გაიაზროთ მომხდარი და მასაც მისცეთ დაფიქრების საშუალება. კარგი იქნება, თუ მიმართავთ მედიტაციას, დაკავდებით იოგათი. მსგავსი აქტივობები დაგამშვიდებთ და უფრო მარტივად შეძლებთ კონფლიქტის მაქსიმალურად უმტკივნეულოდ მოგვარებას.

 

6. გახსოვდეთ, რომ ის ბებიაა, თქვენ დედა - ორივეს განსხვავებული შეხედულებები და განსხვავებული როლი გაქვთ. ის ბებიაა და უნდა რომ შვილიშვილს ნაყინი აჭამოს, ან სხვა რაიმით ასიამოვნოს, ბავშვთან უფრო მეტი დრო გაატაროს. ხშირია შემთხვევები, როცა აღნიშნული კონფლიქტის მიზეზი ხდება. მიეცით საშუალება თქვენს დედამთილს, რომ უბრალოდ იყოს ბებია და ნუ ჩაერევით ბებიისა და შვილიშვილის ურთიერთობაში.

 

7. მნიშვნელოვანია კომპრომისზე წასვლა - ისწავლეთ დათმობაზე წასვლა და გაითვალისწინეთ ერთმანეთის ინტერესები, ერთმანეთის ცხოვრების რეჟიმი. თუ თქვენ მხოლოდ შაბათ კვირას გცალიათ, დედამთილს კი მხოლოდ სამუშაო დღეებში, გამოყავით დავუშვათ პარასკევი საღამო მისთვის და ესტუმრეთ, ან თქვენთან დაპატიჟეთ და მიეცით შესაძლებლობა თქვენთან და შვილიშცვილებთან ერთად გაატაროს დრო. თქვენს ასეთ მონდომებას ის აუცილებლად დაინახავს, დააფასებს და საპასუხოდაც ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ იდეალური ურთიერთობა გქონდეთ.