"ის საუკეთესო იქნება, მაგრამ..." ტრამპს ნეპოტიზმში დადანაშაულების ეშინია

2018.10.10 12:36:28
"ის საუკეთესო იქნება, მაგრამ..." ტრამპს ნეპოტიზმში დადანაშაულების ეშინია

აშშ-ს პრე­ზი­დენ­ტმა დო­ნალდ ტრამპმა გა­ნა­ცხა­და, რომ მისი შვი­ლი ივან­კა ტრამ­პი შე­სა­ნიშ­ნა­ვი იქ­ნე­ბა გა­ე­რო-ში აშშ-ს ელ­ჩის პოსტზე.

 

„ივან­კა ამ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე დი­ნა­მი­ტის მაგ­ვა­რი იქ­ნე­ბო­და, თუმ­ცა, ხომ გეს­მით, მერე ნე­პო­ტიზ­მში და­მა­და­ნა­შა­უ­ლე­ბენ. მარ­თლაც, შე­სა­ნიშ­ნა­ვი იქ­ნე­ბო­და ივან­კა ამ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე. არ ვარ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, რომ მსოფ­ლი­ო­ში ვინ­მე მას­ზე უფრო კომ­პე­ტენ­ტუ­რი იყოს“, - გა­ნა­ცხა­და დო­ნალდ ტრამპმა.

 

შე­გახ­სე­ნებთ, რომ გუ­შინ გა­ე­რო-ში აშშ-ს ელჩმა ნიკი ჰე­ი­ლიმ გა­ნა­ცხა­და, რომ წლის ბო­ლოს­თვის თა­ვის თა­ნამ­დე­ბო­ბას და­ტო­ვებს.

 

„ამ წლის ბო­ლოს ნიკი ჰე­ი­ლი და­ტო­ვებს თა­ვის თა­ნამ­დე­ბო­ბას. თუმ­ცა, ჩვენ მუდ­მი­ვად გვექ­ნე­ბა კავ­ში­რი ერ­თმა­ნეთ­თან. ნი­კიმ შე­სა­ნიშ­ნა­ვი სა­მუ­შაო გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა“, - გა­ნა­ცხა­და დო­ნალდ ტრამპმა.

 

აშშ-ს პრე­ზი­დენ­ტმა ასე­ვე უთხრა ნიკი ჰე­ი­ლის, რომ იმე­დი აქვს, ის დაბ­რუნ­დე­ბა მის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში. „იმე­დი მაქვს, რომ რა­ღაც მო­მენ­ტში დაბ­რუნ­დე­ბი. შე­გიძ­ლია შე­ნით აირ­ჩიო თა­ნამ­დე­ბო­ბა“, - გა­ნუ­ცხა­და დო­ნალდ ტრამპმა ნიკი ჰე­ი­ლის.