მეგან მარკლმა საყვარელი სუნამო გაამხილა

2018.08.10 18:23:07
მეგან მარკლმა საყვარელი სუნამო გაამხილა

უკვე დავრწმუნდით, რომ მეგან მარკლს ჩაცმულობის მხრივ საოცარი გემოვნება აქვს. 

 

ჰერცოგონია სამეფო ეტიკეტისთვის და საკუთარი სხეულისთვის იდეალურად შესაფერის სამოსს ამჯობინებს და მოდურადაც გამოიყურება.

 

რაც შეეხება მის საყვარელ არომატებს, მეგანის ფავორიტთა სიაშია ინგლისური ბრენდის Jo Malone London-ის ორი სუნამო: ყვავილოვანი Wild Bluebell და ტყისა და ზღვის Wood Sage & Sea Salt. ორივე სურნელი საოცრად მსუბუქია.

ასევე, მარკლს სანაპიროს სურნელთან დაკავშირებით ერთი საყვარელი სუნამოც აქვს - Côte d'Azur ("ლაჟვარდოვანი სანაპირო" Oribe-სგან. ეს ბრენდი თმის მოვლის პროფესიონალური საშუალებებითაა ცნობილი. სწორედ ამ პროდუქტების სურნელით შთაგონებულებმა სუნამოს შექმნაც განიზრახეს და ერთმანეთს ლიმონი, შავი მაყვალი, ბერგამოტი და სიცილიური ფორთოხალი შეურიეს. საბოლოოდ კი ყვავილოვანი ნოტებიც დაამატეს: თეთრი ჟასმინი და ცისფერი ყოჩივარდა.

ამასთან, სამეფო წყვილი ქორწილამდე ძველ ინგლისურ პარფიემურ კომპანიას Floris London-ს დაეკონტაქტა, რომელიც დიდი ხანია ბრიტანული სამეფო ოჯახის კარისთვის სუნამოებს ქმნის. მეგანმა და ჰარიმ მათ ინდივიდუალური სუნამო შეაქმნევინეს. ის ფართო გაყიდვაშია და ციტრუსების, ზღვისა და ხეების არომატებს მოიცავს.