Samsung-მა Galaxy Watch-ი გამოუშვა

2018.08.10 18:19:15
Samsung-მა Galaxy Watch-ი გამოუშვა

Samsung-მა ჭკვიანი საათის უახლესი მოდელი წარადგინა. 

 

Galaxy Watch-ი ასე ჰქვია ახალ პროდუქტს, რომელიც კომპანიამ Galaxy Note 9-სთან ერთად გამოუშვა. ამის შესახებ The Verge-ი წერს. 

სამხრეთ კორეულმა კომპანიამ მაჯის საათის ორი მოდელი გამოიტანა ბაზარზე. ორივე მათგანს 3G LTE მხარდაჭერა აქვს და მისი აკუმულატორი უსადენო მოწყობილობით იმუხტება. 

მომხმარებელს არჩევანის გაკეთება 46 მილიმეტრიან ვერცხლიფერ ($349.99) და 42 მილიმეტრიან ($329.99) შავ და ოქროსფერ მოდელებს შორის მოუწევს. 

Galaxy Watch-ი ამერიკელი მომხმარებლისთვის ბაზარზე 24, ხოლო კორეელებისთვის 31 აგვისტოდან იქნება ხელმისაწვდომი. Samsung-ის ჭკვიანი საათის შეძენა მსოფლიოს სხვა ქვეყნებში მცხოვრები ადამიანები 14 სექტემბრიდან შეძლებენ.