ვინ მოიყვანა ცოლად ედუარდ სააკავილმა (ფოტო)

2018.07.08 12:24:01
ვინ მოიყვანა ცოლად ედუარდ სააკავილმა (ფოტო)

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავისი შვილის ქორწილის ფოტოს სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

 

ფოტოზე მიხეილ, ედუარდ და ნიკოლოზ სააკაშვილები, ასევე გიული ალასანია, სანდრა რულოვსი და ყოფილი პირველი ლედის მამა ედუარდ რულოვსი, ოჯახის ახალ წევრთან ერთად არიან გადაღებულნი.

როგორც სააკაშვილი წერს, მისი რძალი ადინე მელვუს-პეტრუსია, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობს და ინტენსიური სწავლის მეთოდით ეუფლება ქართულს.

"გავფრინდით ფილადელფიაში, ჩემი ვაჟის ედვარდის ქორწილში.

ედვარდი რადიოპროგრამების პროდიუსერად მუშაობს და თანამშრომლობს BBC-ის "National Public Radio"-სთან. ის დაქორწინდა თავის სვარტმორის (პენსილვანია) კოლეჯელ შეყვარებულზე,"- წერს სააკაშვილი.