""მეგონა, რომ თვითმკვლელობა თავისუფლების მომტანი იქნებოდა"

2018.06.27 11:38:50
""მეგონა, რომ თვითმკვლელობა თავისუფლების მომტანი იქნებოდა"

რატომ ჰქვია სასიკვდილო თამაშს "ლურჯი ვეშაპი"?

 

გასულ კვირას, რუსეთში მდებარე ერთ-ერთი დახურული ტიპის სასჯელაღსრულების დაწესებულება "თვითმკვლელთა რაზმების" კურატორმა დატოვა, რომელიც დანაშაულის ჩადენის დროს 14 წლის იყო.

 

მას სოციალურ ქსელებში მომხმარებელი "კირა სვობოდას" სახელით იცნობდა. ის სოციალურ მედიაში არსებული 10 გვერდის ადმინისტრატორი იყო, სადაც თინეიჯერებს თვითმკვლელობისკენ უბიძგებდნენ და მოუწოდებდნენ.

 

ამ მოძრაობას კი, "ლურჯი ვეშაპი" ერქვა, რადგან სამყაროში, ადამიანის გარდა, ცოცხალი არსების მხოლოდ ეს სახეობა იკლავს თავს. 16 წლის ადმინისტრატორს, სუიციდისაკენ მიდრეკილი 100-მდე თინეიჯერის ბედის განკარგა შეეძლო. მიუხედავად იმისა, რომ კირას მაინც ვერ დაუმტკიცეს თვითმკვლელობის ხელშეწყობა, მის მიერ კონტროლირებად ჯგუფებში გაწევრიანებული რამდენიმე თინეიჯერი თვითმკვლელობას მაინც შეეცადა, რაც სასამართლოზეც დამტკიცდა.

 

ვრცელ ინტერვიუში "თვითმკვლელთა რაზმების" განმკარგავი და "ლურჯი ვეშაპის" მოძრაობის ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურა კირა, რომელსაც სინამდვილეში ლერა ჰქვია, აღნიშნავს, რომ მას სიამოვნებას ანიჭებდა, როდესაც გვერდის მომხმარებლები მუცელზე დანით მის სახელს იწერდნენ. კირას თქმით, მუცელზე დანით მისი სახელის და სხვა წარწერების ამოტვიფრა იმიტომ ხდებოდა, რომ სხეულის ამ ნაწილზე დანის დასმა ყველაზე მტკივნეულია, თანაც ჭრილობები რაც შეიძლება ღრმა უნდა ყოფილიყო.

"მეგონა, რომ თვითმკვლელობა თავისუფლების მომტანი იქნებოდა, სახელი კი იმიტომ შევიცვალე, რომ არ მომწონდა" - აცხადებს ლერა ვრცელ ინტერვიუში.