მეგან მარკლის სასწაულმოქმედი დიეტა

2018.06.25 12:00:22
მეგან მარკლის სასწაულმოქმედი დიეტა

ჯერ კიდევ სამეფო ქორწინებამდე რამდენიმე დღით ადრე, The Daily Mail-მა სამეფო ოჯახთან დაახლოებული წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ მეგანის რჩევით ჰარმა განსაკუთრებული დიეტა დაიწყო, რომელსაც მალევე ჰქონდა შედეგი.

 

პრინცის ყოველდღიური რაციონი ახლადგამოწურული წვენებისგან, დაბალნახშირწყლოვანი პროდუქტებისგან, კომბოსტოსა და კინოას მარცვლებისგან შედგებოდა.

 

ცნობილია, რომ მეგანი არ მიირთმევს ხორცს, დაკავებული პილატესით და იცავს მცენარეულ დიეტას.

 

მეგანი დედოფალი ელიზაბეტის მსგავსად ხარისხიანი ალკოჰოლური სასმელების მოყვარულია. განსაკუთრებულად უყვარს წითელი ღვინო. თუმცა ალკოჰოლს გონივრულ ფარგლებში მიირთმევს. ის არასოდეს არის დიეტაზე, უბრალოდ ირჩევს დიეტურ ცხოვრების სტილს...

 

მწვანე სასმელი - კოქტეილი მეგანის ცხოვრების ნაწილია, რომელსაც თავად ამზადებს. ერთმანეთში ურევს, ვაშლს, კომბოსტოს, ლიმონს, კოჭას, ამატებს ცოტაოდენ წყალს და და აბლენდერებს. პრინცესა ამბობს, რომ ეს სასმელი ყველანაირ ყავაზე მეტად აფხიზლებს.

 

მეგანი არ მიირთმევს ხორცს და ამ პრინციპის დაცვას ცხადია, დაოჯახების შემდეგაც აპირებს. ის მხოლოდ ზღვის პროდუქტების მოყვარულია.

 

გადაღებებისას იცავდა მკაცრს დიეტას...

 

სერიალის გადაღებებისას მისი სამუშაო დღე დილის 4:15 წუთზე იწყებოდა. მირთმევდა ცხელ წყალს ლიმონით, რაც გამოფხიზლებაში ეხმარებოდა, საუზმედ კი შვრიას ბანანით. სადილად სალათს, რომელიც თევზისგან და ბოსტნეულისგან შედგებოდა, აუცილებლად აყოლებდა საფირმო კოქტეილს, რაზეც ზევით ვისაუბრეთ.

 

კვირის ბოლოს...

 

როდესაც მსახიობი ისვენებდა, თავს განებივრების უფლებასაც აძლევდა. მისი სისუსტეა კარტოფილი ფრი და წითელი ღვინო... ასევე ძალიან უყვარს ბოსტნეულის წვნიანი.

 

პრინცესა სხვადასხვა დროს ინტერვიუებში ამბობდა, რომ მისი კვებითი რაციონი მხოლოდ ესთეტიკურ სილამაზეს არ მოიცავს, რადგან მისთვის მთავარია ჯანმრთელობაც.

 

ის სვამს 2 ლიტრამდე წყალს და სძინავს ნორმალურად. კვება, წყალი და ძილი ეხმარება რომ შეინარჩუნოს ნორმალური წონა, აქვს ძალიან კარგი სახის კანი და კვების ეს რეჟიმი ეხმარება, რომ თავიდან აიცილოს ისეთი დაავადებები, როგორიცაა: გულის პრობლემები, დიაბეტი და სიმსივნე.

 

როგორ გამოიყურება მეგან მარკლის დიეტა

 

ის დღის განმავლობაში მიირთმევს ბოსტნეულს, 1-2 სახეობის ხილს, 50-60 გრ. თხილს. დიეტაში შეგიძლიათ დატოვოთ კვერცხი, თევზი, რძის პროდუქტები.