ხანძარი გაგრის ტყეში

2018.06.12 12:35:05
ხანძარი გაგრის ტყეში

ოკუპირებულ აფხაზეთში, გაგრის ტყეში ხანძარი გაჩნდა. 

 

აფხაზეთის დეფაქტო საგანგებო სიტუაციების სამინისტროს განცხადებით, ცეცხლის ჩაქრობა რთულია, რადგან ის ციცაბო ადგილას არის. ინფორმაციას აფხაზური მედია ავრცელებს.

დეფაქტო უწყებაში ამბობენ, რომ მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება, რადგან სახლები ხანძრის ტერიტორიიდან დაშორებით დგას. ცეცხლი 4 კმ-მდე ფართობზეა გავრცელებული.

ცეცხლის ქრობის პროცესში 80 ადამიანი და 4 სახანძრო მანქანაა ჩართული.

ხანძარი რამდენიმე დღის წინ გაჩნდა.