ჩანთა-ჩუსტი - ზაფხულის ახალი ტრენდი

2018.06.08 12:48:15
ჩანთა-ჩუსტი - ზაფხულის ახალი ტრენდი

ზღვის სეზონისთვის სპორტული ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ამერიკული ბრენდ-მწარმოებელი Nike ახალ ხაზს უშვებს - ზღვის ჩუსტი Benasii ჩანთით.

 

 

რეზინის ახალი სანდლები ორ ფერშია წარმოდგენილი: ღია ვარდისფერი შავი ძირით, იასამნისფერი ჩანთით და ლურჯი სანდალი სალათისფერი ძირით და შავი ჩანთით. თუკი ფოტოთი ვიმსჯელებთ, ჩუსტი საკმაოდ მოსახერხებელი და კომფორტული ჩანს, თანაც მასში თავისუფლად მოათავსებთ გასაღებს, ფულს, პლასტიკურ ბარათსა და მსგავს პატარა ზომის ნივთებს.

 

 

ახალი ჩუსტის გამოშვების ზუსტი თარიღი და ფასი ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ იმედი გვაქვს, მწარმოებლები წლევანდელი ზღვის სეზონისთვის მოგვისწრებენ.