,,თუ გნებავს საცვლებზე დახატე რუსეთი, ჩვენ მაინც არსად წავალთ“.

2018.06.07 12:12:30
,,თუ გნებავს საცვლებზე დახატე რუსეთი, ჩვენ მაინც არსად წავალთ“.

დემნა გვასალია თავისი პირადი ბრენდისთვის „ვეტმანსი“ ახალ კოლექციას წარადგენს. „ინსტაგრამის“ ოფიციალურ გვერდზე უკვე გამოჩნდა 2019 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციის დეტალი - ჩექმა, რომელზეც ქართველი დიზაინერის გადაწყვეტილებით, რუსული პასპორტის ყდებია დატანილი.

ფოტოს ქვეშ უამრავმა მომხმარებელმა მოიყარა თავი და კომენტარებიც შეგროვდა, უამრავი ადამიანი, ძირითადად რუსი ხალხი, დიზაინერს აკრიტიკებს და წერენ ,,თუ გნებავს საცვლებზე დახატე რუსეთი, ჩვენ მაინც არსად წავალთ“.

 

ქართველი მომხმარებლები დემნას იდეით ამაყობენ და ,,რუსული ჩექმის“, როგორც ტოტალიტარიზმისა და წითელი კომუნიზმის სიმბოლოს გამოყენებას უწონებენ. აღსანიშნავია, რომ დემნა სწორედ აფხაზეთში, სოხუმში დაიბადა, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებულია.