როგორი მეგობარი ხართ ზოდიაქოს მიხედვით

2018.06.05 14:39:18
როგორი მეგობარი ხართ ზოდიაქოს მიხედვით

როგორი მეგობარი ხართ ზოდიაქოს მიხედვით:

 

თხის რქა

 

მეგობარი-ჰიტლერი: თხის რქა ირჩევს ისეთ მეგობრებს, ვინც იზიარებს მის იდეალებს, შემდეგ კი, მთელი ცხოვრების მანძილზე რკინის ხელით ცდილობს მიიყვანოს მეგობარი ბედნიერებისკენ. მისი დახვრეტა უფრო ადვილია, ვიდრე ახსნა, რომ არ არის მართალი.

 

მერწყული

 

იდეალური მეგობარი: სადაც გინდა გამოგყვებათ, ყოველთვის მზად არის ურთიერთობისთვის, დაგეხმარებათ რჩევით. მოკლედ, მასთან მეგობრობა ძალიან სასიამოვნოა, თუ არ დაგავიწყდებათ მთავარი: მას თქვენისთანა საუკეთესო მეგობარი კიდევ დაახლოებით 45 ჰყავს.

 

თევზები

 

მგრძნობიარე მეგობარი: ვერ გაიგებთ, რატომ იჩხუბეთ და რა ეწყინა. სინამდვილეში თევზები მეგობრებთან ტყუილაუბრალოდ ჩხუბობენ, რათა ჰქონდეთ საშუალება შემდეგ განმარტოვდნენ - მჭიდრო კავშირისგან ისინი იღლებიან. აი, შორ მანძილზე მეგობრობა და წელიწადში რამდენჯერმე შეხვედრა მათთვის იდეალურია. სხვათა შორის, თევზებს შეგიძლიათ გაუმხილოთ ნებისმიერი საიდუმლო.

 

ვერძი

 

ვერძი - ნაზი მეგობარია: გაგიკვირდათ? ყველაფერს პატიობს, ყველაფერი ესმის, იღებს მეგობრებს ყველა მათი ნაკლოვანებებით. მაგრამ მთავარია გესმოდეთ, რომ საპასუხოდაც იგივეს ელოდება. და არ გაბედოთ ოდესმე დაყვედრება, თორემ მაშინვე ვერძის მტრად გადაიქცევით.

 

კურო

 

მეგობარი-დამგეგმავი: უყვარს ცხოვრების დაგეგმვა, განსაკუთრებით სხვისი. ასე რომ, თუ გჭირდებათ გახდომა, გათხოვება ან აგარაკზე ერთი-ორი ხის დარგვა - თამამად მიმართეთ კუროს: ის პუნქტების მიხედვით დაგიწერთ, რა და როგორ უნდა გააკეთოთ.

 

ტყუპები

 

უნივერსალური მეგობარი: ისინი ყოველთვის მზად არიან ნებისმიერი მხიარული წვეულებისთვის. ამავე დროს მათთან ყოველთვის შეიძლება გულითადი საუბრები - მოსმენა მათ ისევე კარგად იციან, როგორც ლაპარაკი. ნამდვილ მეგობრებში წერენ მხოლოდ რჩეულებს.

 

კირჩხიბი

 

ერთგული მეგობარი: კირჩხიბთან მეგობრობა სამუდამოა. მისი სახლი ყოველთვის ღიაა თქვენთვის, ისევე როგორც მისი გული, საფულე და მაცივარი. შეგიძლიათ თამამად გაანდოთ კირჩხიბს ყველაზე ფარული საიდუმლო.

 

ლომი

 

მეგობარი-დედოფალი: ლომებთან მეგობრობა ნამდვილი ფეიერვერკია. ის არასოდეს არ ახვევს მეგობარს საკუთარ პრობლემებს, ძალიან იშვიათად სთხოვს დახმარებას, ანებივრებს მეგობრებს საჩუქრებითა და გართობებით. მაგრამ ეს ყველაფერი ერთი პირობით: თუ თანახმა ხართ დედოფლის ფავორიტის როლზე. კონკურენციას ლომები ვერ იტანენ.

 

ქალწული

 

ბრძენი მეგობარი. მასთან შეიძლება მიხვიდეთ ნებისმიერი პრობლემით და ის უცებ მოგიძებნით გამოსავალს. პრობლემა მხოლოდ იმაშია, რომ ქალწულთან არ შეიძლება ბოლომდე გულახდილი არ იყოთ: ის მოგისმენთ, როგორც ფსიქოანალიტიკოსი, და თავად მოგინდებათ მისთვის ყველა საიდუმლოს გამხელა.

 

სასწორი

 

მეგობარი-პანიკიორი: პატარა რამეზეც პანიკაში ვარდებიან. მაგრამ ამასაც კი ლამაზად აკეთებენ. გარდა ამისა, ისინი, ვინც მზად არიან მხარში ამოუდგნენ და დააწყნარონ, სასწორებს უყვართ და აფასებენ. და რადგან სასწორებიც ყველას უყვარს და ყველა აფასებს, მათთან მეგობრობა სასიამოვნო და იოლია, თუ, რა თქმა უნდა, მაგარი ნერვები გაქვთ.

 

მორიელი

 

საშიში მეგობარი: ყველაფერი, რაც თქვენთვის ძვირფასია, უნდა დამალოთ მორიელისგან, რადგან ამ ყველაფერს თქვენთვის ძვირფასს მორიელი საგულდაგულოდ შეისწავლის და საჭირო მომენტში თქვენს წინააღმდეგ გამოიყენებს. ანუ მოგეჩვენებათ, რომ თქვენს წინააღმდეგ, სინამდვილეში მან, როგორც ნამდვილი მანიპულატორი, იგრძნო, რომ თქვენი ცხოვრება უნდა შეიცვალოს.

 

მშვილდოსანი

 

სასტიკი მეგობარი: ანუ ყველა ზოდიაქოს ნიშანს ჰგონია ასე, ის კი სინამდვილეში სიმართლეს მხოლოდ მათთან ამბობს, ვინც უყვარს. მეგობრები კი მას გულწრფელი სიყვარულით უყვარს. ასე რომ, როცა გესმით მშვილდოსნისგან: „ეს კაბა კი არ გასუქებს, ნაკლები უნდა ჭამო“, - ამას ბოროტებისგან არ ამბობს, არამედ დიდი სიყვარულისგან. და, სხვათაშორის, სიმართლეს იძახის. ყური დაუგდეთ.