პომიდვრის სოუსი ნაწლავებისთვის სასარგებლოა

2018.05.31 12:37:22
პომიდვრის სოუსი ნაწლავებისთვის სასარგებლოა

როგორც ცნობილია, ზოგიერთი პროდუქტი აძლიერებს იმუნიტეტს და აქვეითებს ქრონიკული დაავადებების განვითარების ალბათობას. მაგალითად, პრობიოტიკური პროდუქტები (მაწონი, კეფირი, იოგურტის გარკვეული სახეობები) ხელს უწყობს ნაწლავში სასარგებლო ბაქტერიების რიცხვის გაზრდას, რაც ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობაზე მოქმედებს.

 

მეცნიერები დაინტერესდნენ ნაწლავის ბაქტერიებისა და ანტიოქსიდანტების ურთიერთქმედებით. კერძოდ, მათ აინტერესებდათ როგორ მოქმედებდა ანტიოქსიდანტებით მდიდარი პომიდვრის სოუსი ნაწლავში სასარგებლო ბაქტერიებთან.

 

პომიდორი შეიცავს ანტიოქსიდანტური თვისებების მქონე პიგმენტ ლიკოპინს. ის იცავს უჯრედებს დაზიანებისგან. გარდა ამისა, პომიდორს პრობიოტიკური თვისებებიც აქვს, ანუ ზრდის ნაწლავში სასარგებლო ბაქტერიების აქტივობას.

 

ლაბორატორიული ექსპერიმენტის მსვლელობისას, მკვლევარებმა შეისწავლეს სასარგებლო ბაქტერიების Lactobacillus reuteri პომიდვრის სოუსის ანტიოქსიდანტებთან ურთიერთქმედება. სპეციალისტები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ საკვების მონელებისას, ანტიოქსიდანტების დონე ქვეითდებოდა. გარდა ამისა, Lactobacillus reuteri სისხლის მიმოქცევის სისტემაში ზოგიერთი ანტიოქსიდანტის მოხვედრას უშლიდა ხელს.

 

თუმცა, მკვლევარებმა ასევე გამოარკვიეს, რომ პომიდვრის სოუსში არსებული ანტიოქსიდანტები აძლიერებდა Lactobacillus reuteri დადებით ეფექტს. მოთუშული პომიდვრის