დიეტოლოგებმა ყველაზე სასარგებლო პროდუქტებისა და საკვები მცენარეების სია შეადგინეს

2018.05.29 13:38:22
დიეტოლოგებმა ყველაზე სასარგებლო პროდუქტებისა და საკვები მცენარეების სია შეადგინეს

რა შეუძლია მჟაუნას, ისპანახს და ჭინჭარს?

 

ექსპერტების აზრით, მჟაუნასა და ბაბუაწვერას ფოთლების მიღება, ბევრი ვიტამინის დეფიციტს აღმოფხვრის და ორგანიზმს ახალი ენერგიითა და ძალებით აღავსებს.

 

უნიკალური შემადგენლობის წყალობით, მჟაუნა აძლიერებს გულის კუნთს და აღადგენს იმუნურ დაცვას. ბაბუაწვერას ყვავილიდან სალათების გარდა, მურაბასაც ამზადებენ. ის გაციების დროსაა ნაჩვენები. ბოლოკი აუმჯობესებს მეტაბოლიზმს. მეცნიერები ასევე გამოყოფენ ჭინჭარსა და კომბოსტოს, რომელებსაც გამოჰყავს ტოქსინები და ხელს უწყობს წონის დაკლებას.

 

კვლევების თანახმად, ისპანახი, კომბოსტო და სალათის ფურცლები ადამიანის ულუფის აუცილებელი ნაწილი უნდა იყოს. მათი ყოველდღიური მიღებით მუხრუჭდება ადამიანის ტვინის დაბერება, რაც დემენციის პროფილაქტიკის საუკეთესო საშუალებაა.