ჭარბმა თევზეულმა შესაძლოა პარკინსონის დაავადების პროგრესირება შეაჩეროს

2018.05.28 12:30:43
ჭარბმა თევზეულმა შესაძლოა პარკინსონის დაავადების პროგრესირება შეაჩეროს

პარკინსონის დაავადება მძიმე ნეიროდეგენერაციული დაავადებაა, რომლის დროსაც თავის ტვინში იღუპება ნეირომედიატორ დოფამინის მაპროდუცირებელი უჯრედები. ამასთან, დაზიანებული ნეირონების სხეულში წარმოიქმნება განსაკუთრებული ცილოვანი სტრუქტურები.

შვედმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს პათოლოგიური ცილების დაგროვების აღმომფხვრელი და პარკინსონის დაავადების შემამუხრუჭებელი საშუალება

 

 

სპეციალისტები პარკინსონით დაავადებულ ადამიანებს ურჩევენ, რაციონში შეიტანონ ორაგულისებრთა და კობრისებრთა სახეობის თევზეული. აღმოჩნდა, რომ თევზის ამ სახეობაში დიდი რაოდენობითაა ცილა პარვალბუმინი. ამ უკანასკნელს შეუძლია ნეირონის სხეულში სახიფათო ცილოვანი ჩანართების წარმოქმნის ბლოკირება.

 

მკვლევარებმა აღნიშნეს, რომ პარვალბუმინი განსაკუთრებით მაღალი კონცენტრაციით თევზში ზაფხულის დასასრულს გროვდება. ეს პერიოდი ხასიათდება წყლის ზემოთ ჩამოთვლილი ბინადრების მეტად აქტიური მეტაბოლიზმით. პარვალბუმინს შეიცავს ზღვის ბევრი სხვა პროდუქტი.