რა იყო უცხო არსება, რომელიც მომხმარებელმა პურში აღმოაჩინა?

2018.04.17 15:21:29
რა იყო უცხო არსება, რომელიც მომხმარებელმა პურში აღმოაჩინა?

სოციალური ქსელის მომხმარებელმა მარიამ ღუღუნიშვილმა პურში უცხო სხეული აღმოაჩინა და ფოტო ფეისბუქში გაავრცელა. 

 

 

როგორც ის წერს, ფაქტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელშივე აცნობა სურსათის ეროვნულ სააგენტოს.

მარიამ ღუღუნიშვილის ინფორმაციით, კომპანია ,,იფქლის“ წარმომადგენელი თემაზე კომენტარს გააკეთებს.

,,მეგობრებო, ვისაც გაინტერესებდათ შედეგი,მოგახსენებთ რომ პურში აღმოჩენილი უცხო სხეული არის შეცვლილი ფერის და ფორმის საღეჭი რეზინი,რომელიც სავადაუდოდ შეფუთვის დროს არის ჩავარდნილი. რაც შეეხება სურსათის ეროვნულ სააგენტოს არც არავის დაურეკავს და არც არავინ გამოჩენილა. იფქლის წარმომადგენელი თავად გააკეთებს კომენტარს ამ თემასთან დაკავშირებით", - წერს მარიამ ღუღუნიშვილი სოციალურ ქსელში.

სურსათის ეროვნულ სააგენტოში ,,დაიჯესტს“ განუმარტეს, რომ მომხმარებელმა ცხელ ხაზზე, 15 01- ზე უნდა დარეკოს, დატოვოს შეტყობინება, საკუთარი საინდეტიფიკაციო მონაცემები, რათა სააგენტომ რეაგირება მოახდინოს მსგავს ფაქტებზე.