სკანდალური ინფორმაცია - დედამიწას უდიდესი და იდუმალებით მოცული პლანეტა უახლოვდება

2018.04.17 11:19:52
სკანდალური ინფორმაცია - დედამიწას უდიდესი და იდუმალებით მოცული პლანეტა უახლოვდება

ამის შესახებ Fox News-ისამყაროს აღასრულის შესახებ კონსპირაციული თეორეტიკოსის, ე.წ ქრისტიანული ნუმეროლოგიის მცოდნე დევიდ მიდის ნათქვამზე დაყრდნობით წერს.

 

თუ თქვენ 23 აპრილს რამე გეგმები გაქვთ, სჯობს გადახედოთ, რადგან დედამიწას ამ დღეს შესაძლოა უდიდესი და იდუმალებით მოცული პლანეტა X, იგივე "ნიბირუ" დაეჯახოს, რაც ჩვენს პლანეტაზე სიცოცხლეს დაასრულებს.

 

დევიდ მიდის თქმით, 23 აპრილს მზე, მთვარე და პლანეტა იუპიტერი ქალწულის თანავარსკვლავედში გაერთიანდება, რაც ბიბლიური აღდგომის, მეორედ მოსვლის მანიშნებელია.

 

ზოგიერთი ასტრონომის თქმით, მითიური პლანეტა "ნიბირუ" დედამიწის შემხვედრი მიმართულებით მოძრაობს, ამიტომ დევიდ მიდი დასძენს, რომ ის თუ ჩვენს პლანეტას არ დაეჯახება, სულ ცოტა ახლოს მაინც ჩაუფრენს, რაც დედამიწაზე ბუნებრივ კატაკლიზმებს გამოიწვევს: ვულკანები, ცუნამები და მიწისძვრები.

 

NASA დაჟინებით აცხადებს, რომ "ნიბირუ" არ არსებობს და ის გამონაგონია.

 

წყარო: imedinews.ge