ლუდი შეიძლება ღვინის კონკურენტი აღმოჩნდეს

2018.04.16 13:58:27
ლუდი შეიძლება ღვინის კონკურენტი აღმოჩნდეს

რატომ უნდა მივირთვათ ლუდი ცხიმიან საკვებთან ერთად.

 

ცნობილია, რომ ალკოჰოლური სასმელებიდან ყველაზე სასარგებლო ღვინოა. თუმცა, როგორც კვლევებმა აჩვენა, ლუდი შეიძლება აღნიშნული სასმელის კონკურენტი აღმოჩნდეს. მეცნიერების მტკიცებით, ლუდი წნევასა და წონას აქვეითებს.

მათი აზრით, სვიაში არსებული ფლავონოიდი ქსანტოჰუმოლი ცხიმიანი რაციონის უარყოფით ეფექტს ამცირებს. ცხიამიანი რაციონი ჩვეულებრივ, იწვევს მეტაბოლური სინდრომის განვითარებას, სიმსუქნეს, წნევის, სისხლში შაქრისა და ქოლესტერინის დონის მომატებას.

მღრღნელებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ ნაერთი განსაკუთრებით კარგად მოქმედებდა მე-2 ტიპის დიაბეტის საკვანძო რისკ-ფაქტორის - ინსულინორეზისტენტობის მიმართ. ის ასევე ზრდიდა ლეპტინის მიმართ მგრძნობელობას. ეს უკანასკნელი ჰორმონია, რომელიც ტვინს აწვდის სიგნალს, როდის

 

უნდა შეწყვიტოს ჭამა და დაიწყოს ცხიმის დაწვა.