როგორ აფასებენ საქართველოში აფხაზებთან ბიზნეს პარტნიორობას და რას გვიჩვენებს სტატისტიკური მონაცემები?

2018.03.13 15:04:28
როგორ აფასებენ საქართველოში აფხაზებთან ბიზნეს პარტნიორობას და რას გვიჩვენებს სტატისტიკური მონაცემები?

ამართლებთ თუ არა ქართველების ბიზნეს პარტნიორობას აფხაზებთან? სწორედ ეს იყო 2017 წლის CRRC-ის საკვლევი კითხვა, სადაც ქართველი მოსახლეობის დიდი ნაწილის პოზიტიური შეფასება დაიმსახურა. 

 

 

საკვლევი კითხვა დაყოფილია, როგორც ადგილების, კერძოდ, დედაქალაქის, ქალაქებისა და სოფლების კატეგორიის, ასევე სქესისა და ასაკის მიხედვით. განსაკუთრებით, სოფლებში მცხოვრები მოსახლეობისგან დაიმსახურა მოწონება, სადაც ქართველების დიდი ნაწილი აფხაზებთან ბიზნეს პარტნიორობას  40%-ით ემხრობა. რაც შეეხება დედაქალაქს, შედარებით მცირე ნაწილი ფიქრობს პოზიტიურად, რომელიც კვლევაში 30%-ით არის წარმოდგენილი.  შედარებით ნაკლები პროცენტი კი ქალაქებშია ასახული, რომლის29% იწონებს მოცემულ მოსაზრებას.პასუხი იმაზე თუ რა ნაწილი არ ემხრობა, ამ შემთხვევაშიც სოფელი დომინირებს, რომლის 51%-ის დამოკიდებულებაარის ნეგატიური. დედაქალაქში 21%, ხოლო 28% კი სოფლებში. 

 

რაც შეეხება, მეორე კატეგორიას, სქესის მიხედვით ქალების 54% ამართლებს, ხოლო კაცების 46%. CRRC-ის კვლევიდან ჩანს, რომ ქალების 53% ნეგატიურად არის განწყობილი ამ საკითხთან დაკავშირებით. კაცების შემთხვევაში რადიკალური განსხვავებაა, სადაც მხოლოდ 47% უარყოფს. უნდა აღინიშნოს, რომ ქალების 57%-მა არ მიიღო მონაწილეობა, ხოლო კაცების 43%-მა. 

 

 ბოლო, მესამე კატეგორიას ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით, კერძოდ,  18-35-მდე და 36-55-მდე ასაკის მოსახლეობა 34%-ით ფიქრობენ, რომ ქართველებისა და აფხაზების ბიზნეს ურთიერთობა მოსაწონი და გამართლებულია. 56 წლიდან კი მხოლოდ 32% ფიქრობს, რომ ეს ქმედება პოზიტიურია. 18-35 ასაკობრივი ჯგუფიდან 31% არ ემხრობა, 36-55-მდე 36%-ით, ხოლო 56 წლიდან ზემოთ 33%-ით არ ამართლებენ

 

კვლევიდან გამომდინარე ჩანს, რომქართველების აფხაზებთან ბიზნეს პარტნიორობას ნეიტრალურად უყურებენ. ასეთი მაჩვენებელი სამივე კატეგორიის სტატისტიკური მონაცემების მიხედვითაა ასახული, რომელიც არ იძლევა იმის დასტურს, რომ საქართველოს მოსახლეობა ამართლებს ან არ ამართლებს აფხაზებთან ბიზნეს ურთიერთობას.