იწვევს თუ არა სოციალური მედიის გამოყენება დეპრესიას მოზარდებში

2018.02.12 14:07:53
იწვევს თუ არა სოციალური მედიის გამოყენება დეპრესიას მოზარდებში

სოციალური მედია ძალიან დიდ როლს თამაშობს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში.

ადამიანთა გარკვეული ნაწილი იმდენად დამოკიდებულია მასზე, რომ მის გარეშე ცხოვრება უკვე წარმოუდგენლად მიაჩნია. ‘’BBC News’’-მა სტატია გამოაქვეყნა, სადაც საუბარია, თუ როგორ იწვევს სოციალური მედიის გამოყენება დეპრესიას მოზარდებში. განხილულია 16 წლის მოზარდის მაგალითი, რომელსაც თვითდაზიანების ნიშნები აღენიშნებოდა. ფსიქოლოგის გადაწყვეტილებით, ანტიდეპრესანტების მიღების მაგიერ, ბიჭს უნდა შეეზღუდა სოციალური მედიის გამოყენება, რამაც შედეგი გამოიღო. ექვსი თვის შემდეგ მოზარდს სრულიად გაუქრა დეპრესიის ნიშნები და მოტივირებული ჩაერთო სასკოლო ცხოვრებაში. ,,საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამეფო საზოგადოებამ’’ 2017 წელს ჩაატარა გამოკვლევა, რომლის ფარგლებშიც 11-25 წლის 1500 მოზარდი გამოიკითხა.

 

გამოკვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ყველაზე მეტად აღგზნებას Snapchat და Instagram იწვევდა, ხოლო Youtube დადებითი ემოციებით მუხტავდა ადამიანებს. სპეციალისტთა მოსაზრებით, სოციალური მედია პირდაპირ გავლენას ახდენს მენტალურ ჯანმრთელობაზე. ამიტომ აუცილებელია გაკონტროლდეს მისი მოხმარების დრო მოზარდებში, ხოლო სკოლებში საგანმანათლებლო გაკვეთილები უნდა ჩატარდეს, სადაც საუბარი იქნება სოციალური მედიის დადებით და უარყოფით მხარეებზე.