სიკვდილის ველი - ყველაზე ცხელი ადგილი დედამიწაზე

2018.02.09 13:58:00
 სიკვდილის ველი - ყველაზე ცხელი ადგილი დედამიწაზე

მოგზაურობა 21-ე საუკუნის მთავარ ჰობად იქცა. 

 

 

გლობალიზაციის პროცესმა და ტექნიკის განვითარებამ მსოფლიო გარშემო მოგზაურობა უფრო მარტივი, სწრაფი და ხელმისაწვდომი გახადა. არსებობს ადამიანთა გარკვეული კატეგორია, ექსტრემისტები, რომელთათვისაც განსაკუთრებით მიმზიდველია ის ადგილები, რომლებიც სიცოცხლისათვის საფრთხეს წარმოადგენს. The Bright Side-მა მსოფლიოს ყველაზე საშიშ ადგილთა ჩამონათვალი გამოაქვეყნა, სადაც პირველ ადგილს ,,სიკვდილის ველი’’ (ინგლ. Death Valley) იკავებს. 

,,სიკვდილის ველი’’ მთათაშორისი ღრმულია აშშ-ში, კალიფორნიის შტატში, მოჰავეს უდაბნოსა და დიდი აუზის რაიონებს შორის, სიერა-ნევადას მთათა სისტემის სამხრეთ-აღმოსავლეთით. ველის ტერიტორიაზე მდებარეობს ჩრდილოეთ ამერიკის ყველაზე დაბალი წერტილი. სწორედ აქ დაფიქსირდა ყველაზე მაღალი ტემპერატურა დედამიწაზე. ,,სიკვდილის ველის’’ მწველი მზის სხივები და აუტანელი სიცხე იმდენად მალე ღლის ადამიანს, რომ წყლის გარეშე 14 საათზე მეტხანს სიცოცხლე შეუძლებელია. ჰაერი უდაბნოში განსაკუთრებით მშრალია, რადგან სიერა ნევადის მაღალი მთები წყნარი ოკეანის ტენიანობას აკავებს. სწორედ ამიტომ, ზაფხულში საშუალო ტემპერატურა 52 გრადუსი ფიქსირდება, მაშინ, როდესაც ზამთარში საკმაოდ ცივა, რადგან როდესაც ჰაერი ცივდება, უდაბნო ვეღარ ინარჩუნებს სითბოს. 

თუმცა ყველაზე საინტერესო მაინც ის ამოუცნობი საიდუმლოა, რომელიც მის სამხრეთ ნაწილში მდებარე დამშრალი ტბის რეისტრეკ-პლაიას (Racetrack Playa) ფსკერზე ხდება, სადაც 30 კილოგრამიანი და მეტი წონის ქვები მოძრაობს, რომლებიც, თავისი ზომიდან გამომდინარე, მინიმუმ 10 მეტრი სიგრძის კვალს ტოვებენ. 

მეცნიერთათვის ეს მოვლენა დღემდე აუხსნელი რჩება. არსებობს სხვადასხვა ჰიპოთეზები, როგორიცაა მაგნიტური ველის თეორია ან პაულა მესინის მიერ წამოყენებული ჰიპოთეზა, რომლის მიხედვითაც, ველის რთული რელიეფიდან გამოდინარე, ქარბუქის შემდეგ ორი მიმართულებით გადაადგილებული ქარები განაპირობებენ ამ ქვების მოძრაობას. 

მრავალი მეცნიერი ცდილობს ამ საიდუმლოს ამოხსნას, მაგრამ საბოლოო პასუხი ჯერ მიღებული არაა.