რა გამოკვლევები ჩაიტარა პატრიარქმა თოდუას კლინიკაში

2018.01.05 14:54:23
რა გამოკვლევები ჩაიტარა პატრიარქმა თოდუას კლინიკაში

პატრიარქი თოდუას კლინიკაში გამოკვლევებზე იმყოფებოდა.

 

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი პროფილაქტიკურ გამოკვლევაზე თოდუას სახელობის კლინიკაში იმყოფებოდა.

როგორც „პირველს“ საპატრიარქოში განუცხადეს, ამჟამად უწმინდესი საპატრიარქოში იმყოფება.

"ასეთ გამოკვლევაზე პატრიარქი თვეში ერთხელ, ორჯერ, ან ექვს თვეში ერთხელ დადის",-განმარტეს საპატრიარქოში.

გუშინ, პატრიარქის დაბადების დღისადმი მიძღვნილი ოფიციალური ღონისძიებების ნაწილი და საზეიმო ვახშამი, უწმინდესის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაიდო.

როგორც მედიას, პატრიარქის პირადმა ექიმმა ცისანა შარტავამ განუცხადა, პატრიარქი გაცივდა და მას ბრონქიტი აქვს.

თუმცა, ექიმმა მისი ჰოსპიტალიზაციის საჭიროება გამორიცხა.