"ალალი იქნება, მარგველაშვილიც გაასამართლონ"

2018.01.04 14:36:43
"ალალი იქნება, მარგველაშვილიც გაასამართლონ"

ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სანდრო გირგვლიანის საქმეზე, მიხეილ სააკაშვილისთვის წაყენებულ ბრალს, სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

"საქართველოს კონსტუტუციით, პრეზიდენტ სააკაშვილს შეეძლო შეეწყალებინა ყველა პატიმარი ერთად. გაუპატიურებაში ბრალდებულიც კი.

პრეზიდენტ მარგველაშვილსაც იგივე უფლება აქვს. შემდეგ პრეზიდენტსაც. ვისაც უნდა, იმას შეიწყალებენ. ასეთია კონსტიტუცია და შესაბამისად, ნორმალურ სახელმწიფოში ფეხებს ვერ მოჭამს მათ სასამართლო.

ერთადერთი გამონაკლისის გარდა – თუ სასამართლო ოლიგარქის, ან რომელიმე ხელისუფალის პოლიტიკურ დაკვეთას არ შეასრულებს.

კარტოფილის მოყვანასთან ერთად, კონსტიტუციაც კარგად ესმის მოქმედ პრეზიდენტს. მსგავსი არაფრის იმედი არ მაქვს, მაგრამ ასევე ნორმალურ სახელმწიფოში, მოქმედი-წინამორბედს დაიცავდა.

ბუნებრივია, მარგველაშვილი სააკაშვილს ვერ დაიცავს და შესაბამისად ალალი იქნება ბუმერანგი. მომავალში ისიც გაასამართლონ რომელიმე შეწყალების გამო. მაგალითად, ოჯახის წევრის, რომელსაც ციხე, ერთპიროვნული გადაწყვეტილებით დაატოვებინა",-წერს ჟორჟოლიანი.

სანდრო გირგვლიანის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ედება. გამოძიება ყოფილ პრეზიდენტს გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებულების ვადაზე ადრე გათავისუფლებას ედავება.