შექმნეს მოწყობილობა, რომელიც უძილობას ამარცხებს

2017.12.30 11:50:17
შექმნეს მოწყობილობა, რომელიც უძილობას ამარცხებს

ინოვატორებმა შექმენს თავზე დასამაგრებელი ხელსაწყო, რომელიც გეხმარებათ ჩაძინებაში.

 

Dreem-ი  ხელს უწყობს  ტვინის უჯრედების აქტივობას,  უზრუნველყოფს გაცილებით მალე ჩაძინებას და ღრმა ძილს იწვევს.

 

ხელსაწყოს მეშვეობით თქვენ გაცილებით ხანგრძლივად და მშვიდად გძინავთ. შესაბამისად, დილით მეტი ენერგიით იღვიძებთ. Dreem-ის შემქმნელების თქმით, ისინი სათავაზობენ გამოსავალს ადამიანებს, რომლებიც ძილის პრობლემებს ებრძვიან.

 

აქსელერომეტრი ზომავს ძილის ფაზებს, გულისცემას, ტვინის მუშაობას და გაწვდით მონაცემებს მობილური აპლიკაციის საშუალებით. მოწყობილობის შემქმნელების თქმით, მათი სისტემა 95% სიზუსტით აგროვებს მონაცამებს და ძილის ფსიქოლოგიაზე დაყრდნობით გეხმარებათ  საკუთარი ძილის გაუმჯობესებაში.

 

მოწყობილობა შვეიცარიულმა კომპანიამ შექმნა და მისი ღირებულება 349 დოლარია