57 წლის ქართველმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა

2017.09.09 21:18:21
57 წლის ქართველმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა

57 წლის ქართველმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა.

 

ბეგლარ ელბაქიძემ ახალი რეკორდი დაამყარა. მან 10,5 კილომეტრი ხელების დახმარების გარეშე, 5 საათსა და 25 წუთში გაცურა.

 

ქართველმა ინჟინერ-მშენებელმა, 57 წლის ბეგლარ ელბაქიძემ 10,5 კილომეტრის დისტანცია ძველქართული სტილით, ანუ ხელების დახმარების გარეშე 5 საათსა და 25 წუთში გადალახა. 

 

ელბაქიძე შევიდა წყალში ბათუმის ახალი ბულვარის ტერიტორიაზე და გამოვიდა ანბანის კოშკთან. ერთ ხელში მას ტურიზმის დეპარტამენტის ლოგო, მეორეში — საქართველოს დროშა ეჭირა. თავდაპირველად დისტანციის გადაცურვას ელბაქიძე 5 საათში გეგმავდა.