სასწრაფოდ! მზეზე უდიდესი აფეთქება მოხდა- რა გავლენა ექნება მსოფლიოზე

2017.09.07 14:25:57
სასწრაფოდ! მზეზე უდიდესი აფეთქება მოხდა- რა გავლენა ექნება მსოფლიოზე

მზეზე უდიდესი აფეთქება მოხდა- წამოსული ტალღა მსოფლიოზე იმოქმედებს.

 

მზის ლაქების ორი უმსხვილესი ჯგუფის დაჯახების შედეგად ბოლო 12 წლის მაინძილზე, ყველაზე დიდი აფეთქება მოხდა. ამის შესახებ Sciencealert-ი იტყობინება. 

 

მკვლევარების აზრით, "ასეთი მასშტაბის მოვლენა იშვიათია და როგორც წესი, მზის აქტიურობის პიკის პერიოდში ხდება". ამასთან, მიზეზი თუ რატომ მოხდა მზეზე აფეთქება მისი აქტიურობის მინიმუმის პერიოდში, ჯერჯერობით უცნობია. 

 

აფეთქება X კლასს მიაკუთვნეს და X9,3 ქულა მიანიჭეს, რითაც მზეზე მომხდარი აფეთქებების ცნობილ ხუთეულში შევიდა. 

 

"აფეთქებამ უკვე იმოქმედა ევროპისა და ამერიკის კონტინენტებზე არსებულ ტექნიკურ კავშირებზე", - აცხადებენ მეცნიერები. მათი თქმით, მზისგან წამოსული ტალღა მთელი მსოფლიოს ტექნიკურ მოწყობილობებზე იმოქმედებს.