"აუცილებელია მეხანძრეების, ტყის მცველებისა და რეინჯერების ხელფასების ზრდა"

2017.09.06 15:52:07
"აუცილებელია მეხანძრეების, ტყის მცველებისა და რეინჯერების ხელფასების ზრდა"

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე კახა კუჭავა მეხანძრეების, რეინჯერებისა და მაშველების ხელფასების გაზრდის ინიციატივით გამოვიდა.

 

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის ადამიანები, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართულები ამ პროცესებში, ვგულისხმობ ტყის მცველებს, რეინჯერებს, საგანგებო სამსახურის, სათანადო უწყებების წარმომადგენლებს, აუცილებელია მათი რაოდენობრივი ზრდა და მათ ხელფასებზე ზრუნვა. დღეს არსებული მდგომარეობით, დიდი გადინება არის განსაკუთრებით სატყეო სააგენტოს თანამშრომლებში და ჩვენი ვალია, რომ ვიზრუნოთ მათი რაოდენობრივი და მათი ხელფასების თანხობრივი მოცულობა იყოს შესაბამისი იმ სამუშაოსათან, რომელსაც ისინი ასრულებენ", - განაცხადა საშემოდგომო სესიის სხდომაზე კახა კუჭავამ.