რა სარგებლობა მოაქვს სოციალური ქსელისთვის გადაღებულ ფოტოებს

2017.09.05 16:47:02
რა სარგებლობა მოაქვს სოციალური ქსელისთვის გადაღებულ ფოტოებს

რა სარგებლობა მოაქვს სოციალური ქსელისთვის გადაღებულ ფოტოებს?

 

პოპულარულია ფოტოების გადაღება და შემდეგ სოციალურ ქსელში ატვირთვა. თუ გადახედავთ მეგობრების პოსტებს ადვილად მიხვდებით რა მიირთვა სამსახურში შესვენებაზე, სად იშოპინგა, როგორ გამოიყურება მისი ოფისი და სხვა. თუ სოციალურ მედიაში აქტიურობით გამოირჩევით და პირად გვერდზე ფოტოების ატვირთვაც ძალიან გიყვართ, თქვენთვის კარგი ამბავი გვაქვს!

 

მეცნიერები ფიქრობენ, რომ სოციალური მედიისთვის ფოტოების გადაღებით უმჯობესდება მეხსიერება. კადრების დახმარებით მარტივად იხსენებთ იმ მოვლენას, რომელსაც ესწრებოდით და ფოტოზე აფიქსირებდით. 

კვლევამ ცხადყო, რომ ვინც მუზეუმში ყოფნისას ფოტოები გადაიღო 7%–ით უკეთ აღიდგინა ვიზიტის ნებისმიერი დეტალი, ვიდრე იმ კატეგორიამ, ვინც მობილური ტელეფონი ჩანთაში შეინახა და ფოტოგალერეაზე არ იზრუნა. ეს შედეგი მაშინაც კი თვალსაჩინო იყო, როცა მონაწილე არ ათვალიერებდა ფოტოებს. 

კვლევაში ჩართული იყო 294 ადამიანი. მონაწილეები 2 ჯგუფად დაყვეს. პირველი ჯგუფის წევრებს უფლება მისცეს, მუზეუმში ყოფნისას 10 ფოტო გადაეღოთ, ხოლო დანარჩენებს არა. ამასთან, ყველა მათგანი უსმენდა აუდიო გიდს. შედეგი ასე გამოიყურება – მათ ვინც ფოტოები გადაიღეს, ღონისძიების შესახებ დეტალები უკეთ გაიხსენეს, მაგრამ გაუჭირდათ იმის გახსენება თუ რა მოისმინეს.