8 ნიშანი იმისა, რომ თქვენ არასაკმარისი რაოდენობის წყალს სვამთ

2020.01.14 16:47:08
8 ნიშანი იმისა, რომ თქვენ არასაკმარისი რაოდენობის წყალს სვამთ

უბრალოდ, ვალდებული ხართ, ეს მინიშნებები იცოდეთ!

 

ის, რომ წყლის გარეშე ვერ ვიცოცხლებთ, ყველამ კარგად ვიცით. ისიც ვიცით, რომ წყალი პლანეტის ნებისმიერ ცოცხალ არსებას ესაჭიროება, რადგან ეს ჯადოსნური სითხე ეხმარება ორგანიზმს საჭირო ფუნქციები მაქსიმალურად შეასრულოს.

 

 

წყალი არეგულირებს სხეულის ტემპერატურას და აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას. გამოდევნის ორგანიზმიდან ტოქსინებს და ასევე, სხეულს სითხით ავსებს.

 

 

დაიმახსოვრეთ, რომ წვენები, ჩაი, ენერგეტიკული სასმელები, ყავა და კოფეინით მდიდარი სასმელები წყალს ვერ ჩაანაცვლებს. რა თქმა უნდა, ესეც სითხეა, თუმცა, არ არის წყალი. გარდა ამისა, ენერგეტიკული სასმელები და ყავა შეიცავს კოფეინს, ხოლო კოფეინი იწვევს სხეულის გაუწყლოებას.

 

 

მაშ ასე, ერთად გავეცნოთ იმ 8 მინიშნებას, რომლის მიხედვით არასაკმარისი რაოდენობის წყალს ვიღებთ:

 

 

1. შარდვის სიხშირე

 

 

თუკი ჯანმრთელი ხართ, დღეში 6-7-ჯერ მაინც გიწევთ საპირფარეშოში შესვლა. თუმცა, ეს რიცხვი ინდივიდუალურია თითოეული ადამიანისთვის, რადგან ყველა ადამიანი სხვადასხვა რაოდნეობის სითხეს იღებს.

 

 

თუკი საშარდე ბუშტს დღეში 2-3 ჯერ ცლით, ეს ნიშნავს, რომ წყლის მიღების რაოდენობა უნდა გაზარდოთ. ამ შემთხვევაში სხეული მიგანიშნებთ, რომ არასაკმარისი რაოდენობის წყალს სვამთ.

 

 

წყლის არასაკმარისი რაოდენობით მიღება თირკმელების მუშაობის ფუნქციაზე უარყოფითად მოქმედებს და სერიოზულ გართულებებს იწვევს.

 

 

2. მშრალი კანი

 

 

თუკი წყალს საკმარისი რაოდენობით იღებთ, მშრალი კანის პრობლემამ არ უნდა შეგაწუხოთ. შეინარჩუნეთ დატენიანებული კანი!

 

 

თუკი სახის მშრალი კანი გაქვთ, ეს ნიშნავს, რომ ორგანიზმი გაუწყლოვანებულია და მას, უბრალოდ, წყალი სჭირდება. ამ შემთხვევაში რეკომენდებულია ჭიქა წყალი საათში ერთხელ მიიღოთ, რათა წყლის ბალანსის ოპტიმალური დონე შეინარჩუნოთ. სცადეთ და დარწმუნდებით, რომ თქვენი კანი რბილი და ნაზი გახდება.

 

 

 

3. თავის ტკივილი

 

 

გაუწყლოვანება თავის ტკივილის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია. ამგვარი ტკივილის დროს შეუძლებელია დახრა, სწრაფი მოძრაობა, კიბეებზე ასვლა-ჩასვლა. ტკივილი მხოლოდ უარესდება. მსგავს დისკომფორტს წყლის არასაკმარისი რაოდენობით მიღება იწვევს.

 

 

4. პირის სიმშრალე

 

 

თუკი პირი ნერწყვს იშვიათად გამოყოფს, ეს ნიშნავს, რომ თქვენს პირის ღრუსა და ყელში სერიოზული დაზიანებების რისკი იზრდება. პირის სიმშრალე ხშირად გაუწყლოვანების მიზეზია, თუმცა, ზოგჯერ ნეწყვის გამოყოფას სხვადასხვა პრეპარატების მიღებაც უშლის ხელს.

 

 

5. შარდის ფერი

 

 

შარდის ფერის ცვლილება ხშირად მიანიშნებს ორგანიზმში წყლის დეფიციტზე. მიიღეთ უფრო მეტი წყალი, თუკი შენიშნავთ, რომ შარდის ფერი მუქია, ხოლო თუკი ყავისფერში გადადის, თქვენ გაუწყლოვანების მძიმე ფორმა გაქვთ. მნიშვნელოვანია, წყალი აუჩქარებლად დალიოთ, ამგვარად ორგანიზმი სითხეს საჭირო ორგანოებზე გადაანაწილებს.

 

 

6. შიმშილი

 

 

ხშირად გაწუხებთ შიმშილის შეგრძნება? იმ შემთხვევაშიც, როდესაც ახალი დანაყრებული ხართ? არასდროს აგერიოთ შიმშილი წყურვილის შეგრძნებაში. ამ დროს ჩიფსებისკენ გახედვას, უმჯობესია წყლის ჭიქა მოიმარჯვოთ.

 

 

 

7. თავბრუს ხვევა

 

 

მსუბუქი თავბრუსხვევაც გაუწყლოვანების ნიშანია და ამ დროს წყლის მიღება თქვენს სხეულს სრულიად გამოაფხიზლებს. მიიღეთ წყალი ყოველ ჯერზე, როგორც კი თავბრუსხვევა შეგაწუხებთ. ეს საკმაოდ ხშირად აწუხებთ სპორტსმენებს, რომლებიც დღის უმეტეს ნაწილს მზეზე ატარებენ.

 

 

 

8. ქრონიკული გაუწყლოვანების სიმპტომები

 

 

- საშარდე გზების ინფექცია

 

 

- ნაადრევი სიბერე

 

 

- დაბნეულობა/შფოთვა

 

 

- ქოლესტერინის დონის მატება

 

 

- დიარეა/გულძმარვა

 

 

წყარო : funtime